Search

25.04.2012

 

საქართველო
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება (P107610)
სატენდერო მოწვევა #SEWHIP/CW/NCB-03

 E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კმ55-კმ80 მონაკვეთის გამყოფ ზოლზე ნიუ ჯერსის ტიპის ბარიერების მოწყობა



1. საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის. აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება E-60 ავტომაგისტრალის კმ55-კმ80 მონაკვეთის გამყოფ ზოლზე ნიუ ჯერსის ტიპის ბარიერების მოწყობის სამუშაოების ასანაზღაურებლად.

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა გამყოფ ზოლზე ნიუ ჯერსის ტიპის ბარიერების მოწყობისა და ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით გზის შემოფარგვლის სამუშოების განსახორციელებლად დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 3 თვე.

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსს ბ-ნ ილია მესხიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.
 

 

იხილეთ ვრცლად

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player