Search

28.02.2012

 

                                                                            ჩოხატაური-ბახმაროს გზის
                                                      კმ4-კმ6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები



1. საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის სესხი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტისთვის (SLRP II). აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს გზის კმ4-კმ6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ასანაზღაურებლად.

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებების, გზაჯვარედინებისა და გზის კუთვნილება-მოწყობილობების სარეაბილიტაციოდ დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 6 თვე.

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის. 

იხილეთ ვრცლად
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player