Search

14.03.2012

 

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  გაუმჯობესების მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსება (P128863)
სატენდერო მოწვევა #TEWHIP AF/CW/ICB-01

სამშენებლო სამუშაოები E-60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის 
მონაკვეთის მოდერნიზაციისთვის 
 
 
1.  საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის. აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება E-60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის შემოვლითი გზის (კმ95 - კმ114) მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოების ასანაზღაურებლად.  
 
2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებების, გზაჯვარედინებისა და გზის კუთვნილება-მოწყობილობების გასაუმჯობესებლად დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 24 თვე. 
 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player