Search

20.01.2012

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, როგორც აზიის განვითარების ბანკის ტრანსპორტის პროექტების განმახორციელებელი ორგანო საქართველოში, გიწვევთ შესყიდვების სპეციალისტის პოზიციისათვის ინტერესის გამოსახატავად.

მოვალეობები:

** პროექტების ფარგლებში შესყიდვების განხორციელება, რაც მოიცავს შესყიდვების ტექნიკური, კომერციული და სამართლებრივი ასპექტების წარმართვას პროექტის ციკლის ყველა ეტაპზე. სისტემური და შესყიდვის სხვა საკითხების ანალიზი, შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და პროექტის მონიტორინგი.
** შესყიდვების დოკუმენტების სავალდებულო შემოწმება, ასევე, აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების ასპექტების მიმოხილვა, რაც მოიცავს შემდეგს: შესყიდვების გეგმა, შესყიდვების გრაფიკი, სამართლებრივი შეთანხმებები, საქონლის, მშენებლობისა და საკონსულტაციო მომსახურების კონტრაქტები. კონსულტაცია შესყიდვებთან დაკავშირებული რთული შემთხვევების შესახებ.
** ბანკის თანხმობისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვება საჭიროებისამებრ;
** ინტერესის გამოსახატავად მოწვევისა და სხვა განცხადებების დროული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადების უზრუნველყოფა ან კონსულტანტების მართვა, რომელთა მოვალეობასაც წარმოადგენს ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება;
** სატენდერო წინადადებების შეფასებაში, კონტრაქტის/დანართების მომზადებაში და კონტრაქტებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player