Search

12.12.2011

                                                                            მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად


საქართველო
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტი II
სესხის # (დადგინდება სესხის ეფექტურობის პერიოდისთვის)
პროექტის   ID # P122204

დავალების სახელწოდება: შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების II პროექტის ფარგლებში საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევა
კონტრაქტი # SLRP II/CS/QCBS-01

საიდენტიფიკაციო # SLRP II PP, punqti #3

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების II პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.
საკონსულტაციო მომსახურება (”მომსახურება”) მოიცავს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების II პროექტის ფარგლებში საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევას. კონსულტანტს დაევალება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის 200 კილომეტრამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა. სამუშაოების დაწყება იგეგმება არა უგვიანეს 2012 წლის მარტის თვისა. სამუშაო კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 24 თვე. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია უზრუნველყოფილ იქნას მაღალხარისხიანი რეაბილიტაცია, ყველა სამუშაოს განხორციელება სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტებში წარმოდგენილი ტექნიკური პროექტირებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით და კონტრაქტორების მხრიდან ყოველგვარი ზომების მიღება, რათა მშენებლობა შეთანხმებული მთლიანი ღირებულების ფარგლებში წარიმართოს.


იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player