Search

7.12.2011

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად
 
 
საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.
საკონსულტაციო მომსახურება (”მომსახურება”) მოიცავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის კმ95-კმ114 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევას. კონსულტანტს დაევალება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის კმ95-კმ114 მონაკვეთზე ახალი სავალი ნაწილის მშენებლობის ზედამხედველობა. სამუშაოების დაწყება იგეგმება არაუგვიანეს 2012 წლის მაისის თვისა. სამუშაო კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 24 თვე. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია უზრუნველყოფილ იქნას მშენებლობის მაღალი ხარისხი, ყველა სამუშაოს განხორციელება სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტებში წარმოდგენილი ტექნიკური პროექტირებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით და კონტრაქტორების მხრიდან ყოველგვარი ზომების მიღება, რათა მშენებლობა შეთანხმებული მთლიანი ღირებულების ფარგლებში წარიმართოს.   
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player