Search

16.08.2011

                                                                        შესყიდვის შესახებ ზოგადი შეტყობინება
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან (,,ბანკი”) მიღებული სესხი გამოიყენოს მესტია-უშგულის გზის რეაბილიტაციისათვის. აღნიშნული პროექტი, რომლის მთლიანი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 50 მილიონი ლარის ექვივალენტს, მოითხოვს შემდეგი სახის საქონლის, სამუშაოთა და მომსახურების შესყიდვას:
 
• სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიასა და უშგულს შორის მდებარე 47კმ გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები
• სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა
 
 სატენდერო პროცედურები ზემოაღნიშნული კონტრაქტებისათვის დაიწყება 2011 წლის მესამე კვარტალში. 
 
 შესყიდვები, რომლებიც დაფინანსდება ბანკისაგან მიღებული სესხით, განხორციელდება ბანკის ,,შესყიდვის პოლიტიკისა და წესების” მიხედვით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ კომპანიებს ნებისმიერი ქვეყნიდან. ბანკის სესხით ვერ განხორციელდება გადახდები პირებისათვის, ასევე სესხით ვერ მოხდება  საქონლის იმპორტი, თუ მსგავსი გადახდა ან იმპორტი აკრძალულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ გაერთიანებული ერების ქარტიის თავი VII-ის ან შესყიდვის განმახორციელებელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად: 
 

იხილეთ ვრცლად


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player