Search

20.05.2011

მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის
 
საქართველო
სასესხო ხელშეკრულება # GRG-P2, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი
კონტრაქტის ნომერი: EWHIP/CW/ICB-01
 
1. 2009 წლის 16 დეკემბერს საქართველომ მიიღო სესხი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსაგან აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. დაგეგმილია, რომ სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება შესაბამისი გადახდებისათვის, რისთვისაც მომზადდა აღნიშნული მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის.
2. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში ,,დამქირავებელი”) გეგმავს მოახდინოს კონტრაქტორთა და/ან ფირმების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა დაახლოებით 26 კმ სიგრძის ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის    გზაზე, რაც E 60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობის ნაწილს წარმოადგენს.
3. მოწვევა ტენდერში მონაწილეობისათვის მოხდება 2011 წლის ივლისში.
4. წინასაკვალიფიკაციო შერჩევა განხორციელდება წინასაკვალიფიკაციო პროცედურების მიხედვით, რომლებიც მოცემულია იაპონიის განვითარების ხელშეწყობის სესხების (ODA), 2009 წლის მარტის შესყიდვების სახელმძღვანელოში და ის ღიაა ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე ყველა პრეტენდენტისათვის.

5. დაინტერესებულ ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტების გაცნობა შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player