Search

05.04.11

სატენდერო მოწვევა (IFB)
FEWHIP AF/SI/ICB-01
საქართველო
პირველი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი –
დამატებითი დაფინანსება
გზებისა და ხიდების მენეჯმენტის სისტემის მოწოდება და დანერგვა
სესხი # 7804-GE

1. პირველი ტენდერი რომელიც გამოცხადდა 2011 წ. 05 იანვარს ჩაშლილად იქნა გამოცხადებული. წინამდებარე მოწვევას სატენდერო წინადადების წარმოსადგენად წინ უსწრებდა 2006 წლის 8 ნოემბერს ამ პროექტის თაობაზე UNDB-ში გამოქვეყნებული ზოგადი შეტყობინება მომსახურების შესყიდვის შესახებ. 
 
2. საქართველომ მიიღო სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან პირველი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი  დაფინანსებისათვის და განზრახული აქვს გამოიყენოს ამ დაფინანსების ნაწილი  FEWHIP AF/SI/ICB-01 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ასანაზღაურებლად.

3. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელ ორგანოს და იწვევს უფლებამოსილ, კვალიფიცირებულ პრეტენდენტებს, რომელთაც უნდა წარმოადგინონ დალუქული სატენდერო წინადადებები გზებისა და ხიდების მენეჯმენტის სისტემის მოწოდებისა და დანერგვისათვის,  რაც გულისმობს  კომპიუტერის გამოყენებას მართვის, ჩანაწერების რეგისტრირების და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების მიზნით, ასევე პროცედურების და პროტოკოლის დაცვას ინფორმაციის მართვასთან, მონაცემთა წვდომასთან, დამუშავებასთან, უსაფრთხოებასთან, ბაზაში მონაცემთა შეყვანასთან მიმართებაში  და ა.შ.
4. შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “შესყიდვები განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის სესხებით და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებით”  (2004 წლის მაისის გამოცემა, 2006 წლის ოქტომბრის  განახლებული გამოცემა). ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა უფლემაბოსილ პრეტენდენტს, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ სახელმძღვანელოში და რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.  დაინტერესებულმა პირებმა თავიანთ წინადადებებში უნდა მიუთითონ შემდეგი:


იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player