Search

17.02.11

საქართველო
მეორე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი –
დამატებითი დაფინანსება
________________________________________
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსების ფარგლებში E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის
იგოეთი-სვენეთის საავტომობილო გზის კმ55-კმ80 მონაკვეთზე
მთავარი გზის მონაკვეთზე დარჩენილი სამშენებლო და სარემონტო სამუშოების, გარემოს აღდგენითი სამუშოების განხორციელება, მისასვლელი გზების, ადგილოგრივი გზებისა და სატრანსპორტო კვანძების გზების მოწყობა, ფერდობების სტაბილიზაცია და აუცილებელი დამატებითი საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება


1.  საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს მეორე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისთვის (დამატებითი დაფინანსება) კრედიტის გამოყოფის მიზნით. აღნიშნული კრედიტის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება  ”E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის საავტომობილო გზის კმ55-კმ80 მონაკვეთზე მთავარი გზის მონაკვეთზე დარჩენილი სამშენებლო და სარემონტო სამუშოების, გარემოს აღდგენითი სამუშოების, მისასვლელი გზების, ადგილოგრივი გზებისა და სატრანსპორტო კვანძების გზების მოწყობის, ფერდობების სტაბილიზაციისა და აუცილებელი დამატებითი საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების გასატარებლად” საჭირო სამუშაოების ასანაზღაურებლად.

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა ზემოაღნიშული სამუშოების განსახორციელებლად დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშოების განხორციელების პერიოდია 180 დღე.

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (IჩB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “შესყიდვები განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის სესხებით და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებით”.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ  საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსს, ბ-ნ მურმან კაციტაძეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.
 

იხილეთ ვრცლად


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player