Search

28.10.10

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.
2. გასაწევი მომსახურების სავარაუდო ღირებულება 552 100 ლარი.
3. მომსახურების გაწევის ვადა – 2010-2011 წლების განმავლობაში (მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).
გასაწევი მომსახურების შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 150 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გაცნობა, ასევე გატანა შესაძლებელია 2010 წლის 28 ოქტომბრიდან 2010 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
4. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მსურველმა პირმა, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე (მიმღები ბანკი: სს ბანკ “რესპუბლიკის” ცენტრალური ფილიალი. ბანკის კოდი: 220101757. მიმღები: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მიმღების ანგარიშის #10591718543. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება) უნდა ჩარიცხოს სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დაწესებული საფასური 50 ლარის ოდენობით.
5. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლიარად, დედანი და ასლი ცალ-ცალკე დალუქული კონვერტებით 2010 წლის 18 ნოემბერს 1000 საათიდან 1200 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით და საფასურის გადახდის გარეშე შემოსულ სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.
მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.
6. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
6.1.1. იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.

6.1.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
შენიშვნა: შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ უცხო ქვეყნის პირებმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი სამსახურებიდან, დამოწმებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული).
6.1.3 როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიული პირისათვის:
ა) ინფორმაციას მომსახურების გასაწევად საჭირო მოწყობილობა-დანადგარების და აპარატურის შესახებ.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, ტექნიკური საშუალებები, კომპიუტერული ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა მოწყობილობა-დანადგარები.
ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.


იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player