Search

21.10.10

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს 2010 წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და დიზელგენერატორის ექსპლოატაციისათვის საჭირო არაეთილირებული ბენზინისა და დიზელის საწვავის შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.
შესასყიდი საწვავის სახეობა და რაოდენობა

* ბენზინი პრემიუმი (ტალონებით) ---------------- 13 000 ლიტრა;
* ბენზინი ევრორეგულარი (ტალონებით) ------ 13 000 ლიტრი;
* ევრო-დიზელი (ტალონებით) ---------------------- 2 000 ლიტრა

2. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 000 ლარი.
3. საწვავის მიწოდების ვადა – 2010 წლის განმავლობაში (მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).
მისაწოდებელი საქონლის შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 150 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გაცნობა, ასევე გატანა შესაძლებელია 2010 წლის 21 ოქტომბრიდან 2010 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
4. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მსურველმა პირმა, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე (მიმღები ბანკი: სს ბანკ “რესპუბლიკის” ცენტრალური ფილიალი. ბანკის კოდი: 220101757. მიმღები: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მიმღების ანგარიშის #10591718543. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება) უნდა ჩარიცხოს სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დაწესებული საფასური 50 ლარის ოდენობით.
5. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლიარად, დედანი და ასლი ცალ-ცალკე დალუქული კონვერტებით 2010 წლის 10 ნოემბრის 1000 საათიდან 1200 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით და საფასურის გადახდის გარეშე შემოსულ სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.
მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.

იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player