Search

14.10.10

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს #17 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (ხაშური-ახალციხე-ვალე, თურქეთის საზღვარი კმ.51-97; ახალციხე-ნინოწმინდა, სომხეთის საზღვარი კმ.1-51; ბათუმი, ანგისა-ახალციხე კმ.118-159; ქუთაისი, საღორია-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა კმ75.5-102.2; აბასთუმანი-ყანობილი კმ.1-5.3; ხერთვისი-ვარძია-მტკვარი, თურქეთის საზღვარი კმ.1-22.6; ადიგენი-უდე-არალი კმ.1-16.8; ახალციხე-ღრელი-საფარის მონასტერი კმ.1-9; ზარზმის მონასტერთან მისასვლელი კმ.0-1) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.
2. შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 862 220 ლარი;
3. სამუშაოების შესრულების ვადა – 2010-2011 წლების განმავლობაში (მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).
შესასრულებელი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
4. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 150 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გაცნობა, ასევე გატანა შესაძლებელია 2010 წლის 14 ოქტომბრიდან 2010 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
5. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მსურველმა პირმა, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე (მიმღები ბანკი: სს ბანკ “რესპუბლიკის” ცენტრალური ფილიალი. ბანკის კოდი: 220101757. მიმღები: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მიმღების ანგარიშის #10591718543. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება) უნდა ჩარიცხოს სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დაწესებული საფასური 50 ლარის ოდენობით.
6. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლიარად, დედანი და ასლი ცალ-ცალკე დალუქული კონვერტებით 2010 წლის 3 ნოემბრის 1000 საათიდან 1200 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.
 

იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player