Search

05.10.10

ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის  სექტემბრის თვეში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 
1. გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 24 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა ადგილობრივი მნიშვნელობის ბუგეული-ჯვარისა-ხონჭიორის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ამბროლაურგზა-7”

2. გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 24 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #3 ზონაში შემავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედი კმ.1-74.2; ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგა კმ.1-21.5; ულიანოვკა-ბოდბე-გამარჯვება კმ.1-21.3; ქუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლო კმ.1-67.3; ხორნაბუჯი-ერისიმედი კმ.1-22; სიღნაღი-წნორი კმ.1-8; სიღნაღი-წმინდა ნინოს მონასტერი კმ.1-1.5; წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი კმ.1-2.9; არხილოსკალო-სამთაწყარო აზერბაიჯანის საზღვარი კმ.1-6.5.) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “მექანიზატორი 2005”   

3. გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 11 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 93-ე კმ.-ზე არსებული ოთკუთხა მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა _ შ.პ.ს. “იბერია-ჯ”.
   
4. გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 28 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ.-ზე (შავი ღელე) მეწყრული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ენგური-2006” 
 
5. გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 24 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ46-კმ53 (ლოტი-I, მ.49+100-კმ.50+100) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“

6. გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 31 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა დუშეთის რაიონში ადგილობრივი მნიშვნელობის ბულაჩაური-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზის და ამ გზიდან სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ცეკური”
 
7. გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 7 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 35-ე კმ.-ში დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. სამშენებლო კომპანია “ავტობანი“

8. გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ში 500 მეტრი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. „ცეკური“ 
 
9. გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის მე-14 კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. ქართულ-ქუვეითური ერთობლივი საწარმო „გზამშენი-4 და კოპრი“

10. გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 2 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის ქ. თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის კმ14(0.4)-21(0.7) მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “გზამშენპროექტი”

 

 

                                               
                             
   
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player