Search

04.08.10

ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის  ივლისის თვეში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

1) გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 23 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის კმ14(0.4)–კმ21(0.7) მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ბელ-ბაუ” 
2) გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 2 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.53+500-კმ.80+00 მონაკვეთზე გარე განათების და მაღალი ძაბვის ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ენერჯი ინვესტ გრუპ”    
3) გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 11 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე-80 კმ.-ზე (სოფელ მლეთაში) მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა _ შ.პ.ს. “მამისონი”.    
4) გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 9 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ.134(0.5)-კმ.135 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “იბოლია”   
5)  გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 11 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის საავტომობილო გზის მე-8 კმ.-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “არილი“ 
6)  გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 15 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #27 ზონაში შემავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “შარა გზამშენი-პირველი” 
7)  გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 15 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #28 ზონაში შემავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “მარტვილავტოგზა“
8)  გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 5 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა ადგილობრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანი-დიდველის სათხილამურო კომპლექსის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. „გზამშენი-5“   
  

 

საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის სატენდერო კომისია     
                                                                                                     
                             
   
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player