Search

01.06.10

დ ა ზ უ ს ტ ე ბ ა   


საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 15 მაისს, გაზეთ “24 საათში” (#101) გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებებში, რომლებიც შეეხება შემდეგი სამუშაოების შესყიდვას:

1. #32 ზონაში შემავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ.1-54; ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის კმ.1-22; შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ.1-17.5; ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ.1-53; ნატანები-ჩოლოქის ხიდის საავტომობილო გზის კმ.1-8.1; ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის კმ.1-24.8; ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის კმ.1-18.3)  მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოები.
2. #33 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.65-119; ბათუმი-ახალციხეს საავტომობილო გზის კმ.1-63; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის კმ.55-73.4; ბათუმი (ანგისა)-ახალციხე ს/გზა-კირნათის საავტომობილო გზის კმ.1-10.5; ქედა-მერისი-სილიბაურის საავტომობილო გზის კმ.1-15; ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას-(მამათა მონასტერი) საავტომობილო გზის კმ.1-25; ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ.1-6.2) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოები.


მეშვიდე პუნქტის 7.1.1. და 7.1.2. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით


7. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

7.1.1. იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.

7.1.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player