Search

07.04.10

ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის მარტის თვეში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

1) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 30 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კნ.16-კმ54 მონაკვეთზე გარე განათების ქსელის მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ლოჭინი” ტ #10-10
2) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 23 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბოლნისის სიონის მონასტერი-წუღრუღაშენის საავტომობილო გზის მე-11 კმ.-ზე, მდინარე ფოლადაურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა _ შ.პ.ს. “ერკერი”. ტ #11-10    
 3) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 23 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 21-ე კმ.-ზე, მდინარე ჩირუხზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ერისიმედი-86” ტ #12-10.  
 4)  გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 23 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ.117-კმ.119 მონაკვეთზე ფერდობების ჩამოწმენდის სამუშაოების სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “აჟური” ტ #13-10
 5)  გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 23 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის მე-11 კმ.-ზე, მდინარე ჭვანისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “იბერია-ჯ” ტ #14-10
6)  გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 23 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 119-ე კმ.-ზე, მდინარე მურგოულზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ავტოგზალენტეხი-99“ ტ #15-10
 7)  გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 23 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარის საავტომობილო გზის პირველ კმ.-ზე, მდინარე ფოცხოვზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. სამშენებლო კომპანია „მამისონი“ ტ #16-10.  
 8) გაზეთ "24 საათში" 2010 წლის 23 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 143-ე კმ.-ზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ავტოგზალენტეხი-99“ ტ #17-10.   
 9) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 23 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ.-ზე არსებული გალერეის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. სამშენებლო კომერციული კორპორაცია „ხიდი“ ტ #18-10.  
 10) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 6 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა ადგილობრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზის კმ.1-კმ.9.7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “გერმანულ-ქართული სამშენებლო საზოგადოება” ტ #19-10
 11) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 11 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #19 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.174-228; ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ.1-18.8; ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ.1-40; ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზის კმ.1-21; ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის კმ.1-12; ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ.1-75.5; ვარციხე-როხის საავტომობილო გზის კმ.1-7.2) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ბორანი” ტ #20-10
12) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 11 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #10 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (საქართველოს სამხედრო გზის კმ 1-139; ყაზბეგი-სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ 1-6; სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ 1-22) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “საქართველოს სამხედრო გზა” ტ #21-10
13) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 11 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ.-ში პკ.5+00-ზე დეფორმირებული მიწის ვაკისზე პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “საქართველოს სამხედრო გზა” ტ #22-10
14) გაზეთ "24 საათში"-ში 2010 წლის 11 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა 4 ლოტად დაყოფილი საუღელტეხილო მონაკვეთების  თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოების შესყიდვას:
ლოტი-1: ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ.53-კმ.106 მონაკვეთის თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოები. 
ლოტი-2: ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ.33-კმ.53 მონაკვეთის თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოები.  
ლოტი-3: ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ.11-კმ.72 მონაკვეთის თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოები.  
ლოტი-4: ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ.101-კმ.121 და გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის კმ.1-კმ.10 მონაკვეთების თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოები.  
გამარჯვებულად გამოცხადდა – პირველ ლოტზე - შ.პ.ს. “საგზაო-19”, მეორე ლოტზე – შ.პ.ს. „გზა“, მესამე ლოტზე – შ.პ.ს. „თუშეთი-2009“, მეოთხე ლოტზე – შ.პ.ს. „იბერია-ჯ“ ტ #25-09, ტ #24-09, ტ #26-09, ტ #23-09

 

საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის სატენდერო კომისია
                             


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player