Search

13.03.10

დ ა ზ უ ს ტ ე ბ ა   

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 24 თებერვალს, გაზეთ “24 საათში” (#39) გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებაში, რომელიც შეეხება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე ინდივიდუალური და დისტანციური საინფორმაციო საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოების


მეექვსე პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

6. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლიარად, დედანი და ასლი ცალ-ცალკე დალუქული კონვერტებით 2010 წლის 29 მარტის 1000 საათიდან 1900 საათამდე და 2010 წლის 30 მარტის 1000 საათიდან 1200 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.


მეთოთხმეტე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

14. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, გაცემული ბანკის ან საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ. საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება პრეტენდენტის სატენდერო წინადადებების ღირებულების არა ნაკლებ 1% ოდენობით. (სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ძალაში უნდა იყოს 90 დღე, დაწყებული 30.03.2010წ.)

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player