Search

11.02.10

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

 

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს ქვემოთ ჩამოთვლილი 4 ლოტად დაყოფილი საუღელტეხილო მონაკვეთების  თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოების შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.

ლოტი-1: ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ.53-კმ.106 მონაკვეთის თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოები. 
ლოტი-2: ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ.33-კმ.53 მონაკვეთის თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოები.  
ლოტი-3: ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ.11-კმ.72 მონაკვეთის თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოები.  
ლოტი-4: ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ.101-კმ.121 და გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის კმ.1-კმ.10 მონაკვეთების თოვლის ზვავებისა და მიწა-კლდის შვავებისაგან გაწმენდითი სამუშაოები.  
2. შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, ლოტების მიხედვით:  ლოტი-1: 94 917.31 ლარი; ლოტი-2: 65 639.74 ლარი; ლოტი-3: 118 646.64 ლარი; ლოტი-4: 83 052.65 ლარი; სულ ოთხივე ლოტზე _ 362 256.34 ლარი.
3. სამუშაოების შესრულების ვადები, ლოტების მიხედვით: ლოტი-1: ხელშეკრულების გაფორმებიდან – 10.05.2010წ. ლოტი-2: ხელშეკრულების გაფორმებიდან – 10.05.2010წ. ლოტი-3: ხელშეკრულების გაფორმებიდან – 20.05.2010წ. ლოტი-4: ხელშეკრულების გაფორმებიდან – 01.05.2010წ. (თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).
შესასრულებელი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
4. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 150 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გატანა, ასევე გაცნობა შესაძლებელია 2010 წლის 11 თებერვლიდან 2010 წლის 2 მარტის ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს ტენდერში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, როგორც ერთ ასევე ოთხივე ლოტზე. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ლოტების მიხედვით.
5. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მსურველმა პირმა, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე (მიმღები ბანკი: სს ბანკ “რესპუბლიკის” ცენტრალური ფილიალი. ბანკის კოდი: 220101757. მიმღები: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მიმღების ანგარიშის #10591718543) უნდა ჩარიცხოს სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დაწესებული საფასური 50 ლარის ოდენობით.
6. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლიარად, დედანი და ასლი ცალ-ცალკე დალუქული კონვერტებით 2010 წლის 4 მარტის 1000 საათიდან 1900 საათამდე და 2010 წლის 5 მარტის 1000 საათიდან 1200 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით და საფასურის გადახდის გარეშე შემოსულ სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.
მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.
7. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
7.1.1. იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
7.1.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
7.1.3 როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიული პირისათვის:
ა) ინფორმაციას სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების შესახებ.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ლოტების მიხეედვით, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული მანქანა-მექანიზმები.
ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.


 

იხილეთ ვრცლად...


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player