Search

27.01.10

დ ა ზ უ ს ტ ე ბ ა   

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 16 იანვარს, გაზეთ “24 საათში” (#7) გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებაში, რომელიც შეეხება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევას:

მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

4. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 150 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გატანა, ასევე გაცნობა შესაძლებელია 2010 წლის 16 იანვრიდან 2010 წლის 8 თებერვლის ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
   სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მსურველმა პირმა, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე (მიმღები ბანკი: სს ბანკ “რესპუბლიკის” ცენტრალური ფილიალი. ბანკის კოდი: 220101757. მიმღები: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მიმღების ანგარიშის #10591718543) უნდა ჩარიცხოს სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დაწესებული საფასური 50 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 23 იანვარს, გაზეთ “24 საათში” (#12) გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებებში, რომლებიც შეეხება შემდეგი სამუშაოების შესყიდვას:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის მე-11 კმ.-ზე, მდინარე ჭვანისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ.117-კმ.119 მონაკვეთზე ფერდობების ჩამოწმენდის სამუშაოები.
3. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 143-ე კმ.-ზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
4. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 119-ე კმ.-ზე, მდინარე მურგოულზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
5. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 21-ე კმ.-ზე, მდინარე ჩირუხზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
6. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბოლნისის სიონის მონასტერი-წუღრუღაშენის საავტომობილო გზის მე-11 კმ.-ზე, მდინარე ფოლადაურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
7. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ.-ზე არსებული გალერეის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
8. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარის საავტომობილო გზის პირველ კმ.-ზე, მდინარე ფოცხოვზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით


5. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მსურველმა პირმა, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე (მიმღები ბანკი: სს ბანკ “რესპუბლიკის” ცენტრალური ფილიალი. ბანკის კოდი: 220101757. მიმღები: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მიმღების ანგარიშის #10591718543) უნდა ჩარიცხოს სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დაწესებული საფასური 50 ლარის ოდენობით.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის    
სატენდერო კომისია


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player