Search

23.12.09

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

 

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს 2010 წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და დიზელგენერატორის ექსპლოატაციისათვის საჭირო არაეთილირებული ბენზინისა და დიზელის საწვავის შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.

შესასყიდი საწვავის სახეობა და რაოდენობა

• ბენზინი პრემიუმი ევრო (ტალონებით) ------------------ 120 500 ლიტრი;
• ბენზინი რეგულარი ევრო (ტალონებით) --------------- 104 500 ლიტრი;
• დიზელის საწვავი ევრო (ტალონებით) ------------------ 5 000 ლიტრი.

2 საწვავის მიწოდების ვადა – 2010 წლის განმავლობაში, მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
მისაწოდებელი საქონლის შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
3. დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 200 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გატანა, ასევე გაცნობა შესაძლებელია 2009 წლის 23 დეკემბრიდან 2010 წლის 11 იანვრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
4. პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლიარად, დედანი და ასლი ცალ-ცალკე დალუქული კონვერტებით 2010 წლის 12 იანვრის 1000 საათიდან 1800 საათამდე და 2010 წლის 13 იანვრის 1000 საათიდან 1200 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით შემოსულ სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.
მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.
5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1.1. იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
5.1.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
5.1.3 როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიული პირისათვის:
ა) ინფორმაციას ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი პირის მიერ, უკანასკნელი 3 (სამი) და მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ბენზინისა და დიზელის საწვავის მიწოდების გამოცდილების შესახებ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ პირს უკანასკნელი 3 და მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს ბენზინისა და დიზელის საწვავის მიწოდების არა ნაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უკანასკნელი 3 და მიმდინარე წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, გაწეული მიწოდების დამადასტურებელი ცნობა) ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელებულ მიწოდებაზე.
-- შენიშვნა: ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.
 

 

იხილეთ ვრცლად...


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player