Search

24.10.09


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი


კონკურსი

 


კონკურსის მიზანია ძირითადი საატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) დასვენებისა და მომსახურების ობიექტების (გორის უღელტეხილის სიახლოვეს  კმ85.0 – კმ92.0) შემუშავებული  არქიტექტურული კონცეპტუალური მოდელისა და ტექნიკური პარამეტრების საფუძველზე, დამუშავდეს ობიექტების (სულ ორი ობიექტი, თითო მოძრაობის ცალკეული მიმართულებისათვის) განლაგებისა და ტერიტორიასთან მიბმის და თითოეული მათგანის  სივრცითი ორგანიზაციის სქემები და კომპოზიციური გადაწყვეტა; წარმოდგენილი იქნას შემუშავებული კონცეპტუალური მოდელის ობიექტების კონსტრუქციული გადაწყვეტისა და გამოყენებული სამშენებლო მასალების წინადადება; უზრუნველმყოფი ინფარსტრუქტურის ზღვრული სიმძლავრეთა მოთხოვნა; დასვენებისა და მომსახურების თითოეული ობიექტის შემადგენელი შენობა ნაგებობების (თანახმად ტექნიკური პარამეტრებისა) ძირითადი შიდა და გარე ზომები, ავტოსადგომების და მთლიანად განაშენიანებული ტერიტორიის პარამეტრები;
ამ სახის გზისპირა დასვენების    ა და მომსახურების ობიექტების მოწყობისა და ფუნქციონირების დასავლური გამოცდილების (მათ შორის მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა) გამოყენების გარდა, შემუშავებული კონცეპტუალური მოდელის ფარგლებში, მისაღები ინოვაციური წინადადებები მადლიერებით იქნება მიღებული.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. მონაწილეთა განაცხადების მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12, მე-4 სართული, ან ელ. ფოსტით (info@georoad.ge), ამა წლის  26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე.  საკონკურსო განაცხადების წარდგენისა  და საავტომობილო გზების დეპარტამენტში რეგისტრაციის შემდეგ, კონკურსანტებს გადაეცემათ საკონკურსო პირობები და მასალები. კონკურსის ვადა განსაზღვრულია 45  დღის  ხანგრძლივობით   და   დასრულდება მ.წ. 25    დეკემბერს.  
მ.წ. 10 ნოემბერს დღის 14-00 საათზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტში მოეწყობა წინასაკონკურსო კონფერენცია. კონკურსში მონაწილეებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ ერთ პაკეტად, რომელიც უნდა შეიცავდეს: განმარტებით ბარათს, დასვენებისა და მომსახურების ობიექტების ტერიტორიაზე მიბმისა და სივრცითი ორგანიზაციის სქემებს და კომპოზიციურ გადაწყვეტას, (ორი ცალკეული ობიექტისათვის) ყველა ობიექტის, კონსტრუქციული გადაწყვეტისა და გამოყენებული ძირითადი მასალების წინადადებას, უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურის ობიექტების (ელ. Eენერგიის, წყლის, კანალიზაციის, და ა.შ.) განლაგების გენერალურ სქემებს, ყველა ნაგებობის ძირითად ზომებსა და განაშენიანებული ტერიტორიის პარამეტრებს.
საკონკურსო მასალების მიღების შემდეგ კონკურსში მონაწილე პროექტები 2 კვირის განმავლობაში გამოქვეყნებული იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. გამარჯვებული პროექტის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენის შემდეგ, გამარჯვებულ ფიზიკური ან იურიდიულ პირსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გაფორმდება ხელშეკრულება პროექტის შესყიდვაზე. პროექტის შესყიდვის ფასი  განისაზღვრება 10 000 ლარით. პროექტების ავტორებს  უნარჩუნდებათ საავტორო უფლებები და გამარჯვებული კონკურსანტი რეკომენდირებული იქნება დასვენებისა და მომსახურების ამ ობიექტების დეტალური პროექტირებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
საკონკურსო განაცხადებისა და საკონკურსო მასალების წარდგენა ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში.

საკონტაქტო პირი:  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი შაქრო ხალვაში.
მისამართი: ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის #12, მე-4 სართული.
ტელ: 822 370508 (2-15)
ელ.ფოსტა: info@georoad.ge


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player