Search

20.10.09

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

 

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს #18 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი საავტომობილო გზის კმ.52-110; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ.55-82.8; ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ.1-36.5; თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ.116-157.9; ახალქალაქი-კარწახის გზიდან-კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის კმ.1-10.1) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.
2 სამუშაოების შესრულების ვადა – 2009-2010 წლის განმავლობაში, მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
გასაწევი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
3. დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 200 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გატანა, ასევე გაცნობა შესაძლებელია 2009 წლის 20 ოქტომბრიდან 2009 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
4. პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლიარად, დედანი და ასლი ცალ-ცალკე დალუქული კონვერტებით 2009 წლის 10 ნოემბრის 900 საათიდან 1800 საათამდე და 2009 წლის 11 ნოემბრის 900 საათიდან 1200 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით შემოსულ სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.
მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.
5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1.1. იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
5.1.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
5.1.3 როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიული პირისათვის:
ა) ინფორმაციას სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების შესახებ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული მანქანა-მექანიზმები. 
შენიშვნა: ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად და უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.


იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player