Search

02.10.09

დ ა ზ უ ს ტ ე ბ ა   

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაზეთ “24 საათში” 2009 წლის  14 სექტემბერს #198, 15 სექტემბერს #199, 17 სექტემბერს #201, 23 სექტემბერს #206 გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებებში, რომლებიც შეეხება შემდეგი სამუშაოების შესყიდვას:


1. #6 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.4-97; დიდი დმანისი-დმანისი-ბედიანის საავტომობილო გზის კმ.1-70.2; ბოლნისი-სიონის მონასტერი-წუღრულაშენის საავტომობილო გზის კმ.1-11.7; ქვეში-ძეძვნარისი-ტანძიას საავტომობილო გზის კმ.1-8.7; ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის ს/გზა - თამარისი-დარეჯანის სასახლეს საავტომობილო გზის კმ.1-1.1) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოები.
2. #29 ზონაში შემავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ.30-198; ბეჩო-ტურბაზა ”შიხრა” საავტომობილო გზის კმ.1-8.2; ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის კმ.1-3) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოები.
3. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის კმ.25 პკ.7+16-ზე რკინაბეტონის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
4. #18 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი საავტომობილო გზის კმ.52-110; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ.55-82.8; ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ.1-36.5; თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ.116-157.9; ახალქალაქი-კარწახის გზიდან-კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის კმ.1-10.1) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის სამუშაოები.
5. #7 ზონაში შემავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ.1-115; მარნეული-თეთრიწყარო-წალკას საავტომობილო გზის კმ.61-88.7; წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზის კმ.1-5; ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ.1-30; ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის კმ.1-6.7; იმერა-ბაშკოვი-თეჯისი-ჩიტკილისა-ხაჩკოვი-გუმბათი-ავრალოს საავტომობილო გზის კმ.1-32) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოები.
6. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ.-ზე არსებული რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოები.


მეხუთე პუნქტის 5.1.3 ქვეპუნქტის ლიტერა „დ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ინფორმაციას ქვე-კონტრაქტორის მიერ გასაწევი სამუშაოების შესახებ.
-- შენიშვნა: ქვე-კონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, ქვე-კონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია.
ა. ქვე-კონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
ბ. შესასრულებელი სამუშაოების დასახელება
გ. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება;
დ. ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება (წარმოდგენილი იქნას ის ძირითადი ობიექტები, რომელზეც ქვე-კონტრაქტორს შესრულებული აქვს ანალოგიური სამუშაოები, თანხების და შესრულების ვადების მითითებით. წარმოდგენილი უნდა იქნას ასევე ამ ობიქეტებზე ხელშეკრულებების ასლები და სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები - სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებზე.


ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად

 

ქვე-კონტრაქტორი

(დასახელება, მისამართი) 

შესასრულებელი სამუშაოების

დასახელება

შესასრულებელი სამუშაოების

ღირებულება

ქვე-კონტრაქტორის მიერ

ანალოგიური სამუშაოების

შესრულების გამოცდილება

1      
2      
და ა.შ.        



-- ქვე-კონტრაქტორის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია განიხილება პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთობლიობაში. ქვე-კონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player