Search

04.08.09

ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2009 წლის ივლისის თვეში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 
1) გაზეთ "24 საათში"-ში 2009 წლის 25 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ.-ზე, მდინარე ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – ს.ს. “ხიდმშენი”
2) გაზეთ "24 საათში"-ში 2009 წლის 25 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა 2 ლოტად დაყოფილი (აღმოსავლეთ-დასავლეთი) საავტომობილო გზების ჰორიზონტალური მონიშვნების სამუშაოების შესყიდვას:
ლოტი-1: აღმოსავლეთ საქართველო:
- საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.50-55 მონაკვეთის ჰორიზონტალური მონიშვნა;
- საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.87-88; 110; 117-141+600 მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნა;
- საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.18-19; 26; 31; 35-37+500; 40-41+500; 43; 47; 50; 55; 59; 63; 65-77 მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნა;
- საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის კმ.19-48 მონაკვეთის ღერძულა მონიშვნა;
- საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.5-9; 21-25; 30-36; 57-62; 76-85 ჰორიზონტალური მონიშვნა;
- საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.12-17; 23-27; 33; 54+500-56+500 მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნა;
- საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.21-37; 53-63+500; 78(0.350); 78+500-97 მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნა;
- საერთაშორისო მნიშვნელობის მარნეული-სადახლოს (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.1-4; 31-34 მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნა;
ლოტი-2 დასავლეთ საქართველო:
- საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.143+400-154; 158-159; 170-174; 185-191; 195-195+500; 198-206; 211-212; 214-215; 226-228; 236+850-244; 300-301; 302-305; 306-330; 335-338; 340-342 მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნა;
- საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.73+750-83+750; 88+500-89+800; 91+100-92+500; 103+700-106+800; 109+00-117+800 მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნა;
,გამარჯვებულად გამოცხადდა – ორივე ლოტზე - შ.პ.ს. “საინჟინრო-სამშენებლო ჯგუფი”.   
3) გაზეთ "24 საათში"-ში 2009 წლის 23 მაისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა N4 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი კმ.21-160; ვაზიანი-გომბორი-თელავი კმ.1-27; საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონესტერი კმ.1-52; საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტერის ს/გზის კმ49-ნათლისმცემელი კმ.1-5) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – ს.ს. “კავკასავტომაგისტრალი”   
4)  გაზეთ "24 საათში"-ში 2009 წლის 29 მაისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა N17 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (ხაშური-ვალეს (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ.51-97; ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის საავტომობილო გზის კმ.1-51; ბათუმი-ახალციხეს საავტომობილო გზის კმ.118-159; ქუთაისი-ბაღდათი-სარმე-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 75.5-102.2; აბასთუმანი-ყანობილის საავტომობილო გზის კმ.1-5.3;  ხერთვისი-ვარძია-თურქეთის საზღვრის საავტომობილო გზის 1-22.6; ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის კმ.1-16.8; ახალციხე-ღრელი-საფარის მონასტერის საავტომობილო გზის კმ.1-9; ზარზმის მონასტერთან მისასვლელის საავტომობილო გზის კმ.0-1) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “მტკვარი” ;
5)  გაზეთ "24 საათში"-ში 2009 წლის 11 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის კმ.2-კმ.3 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “არქმშენი-2006”;
6)  გაზეთ "24 საათში"-ში 2009 წლის 11 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-წალენჯიხის ეკლესიასთან მისასვლელ საავტომობილო გზის კმ.1-კმ.1.5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “წალენჯიხის საგზაო სამმართველო“
7)  გაზეთ "24 საათში"-ში 2009 წლის 11 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-თიანეთის (თიანეთის ცენტრი) საავტომობილო გზის კმ.61-კმ.62 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “გზები და კეთილმოწყობა”  
8) გაზეთ "24 საათში" 2009 წლის 11 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ.9-კმ.13 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “არალი”   
9) გაზეთ "24 საათში"-ში 2008 წლის 18 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა - შ.პ.ს. ”გზამშენი-5” 
10) გაზეთ "24 საათში"-ში 2008 წლის 15 მაისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ.37-კმ.43 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “ს.ი. შემ-ტოვი”

 


საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის სატენდერო კომისია

   
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player