Search

24.07.09

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ


1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს ქვემოთ აღნიშნული 4 ლოტად დაყოფილი სამუშაოების შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.
ლოტი-1: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის მე-7 კმ.-ზე ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების  სამუშაოები:
ლოტი-2: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის მე-14 კმ.-ზე ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების  სამუშაოები:
ლოტი-3: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის მე-16 კმ.-ზე ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების  სამუშაოები:
ლოტი-4: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 35-ე კმ.-ზე ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების  სამუშაოები:
2 სამუშაოების შესრულების ვადა – ოთხივე ლოტზე ცალ-ცალკე 2009 წლის განმავლობაში, მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
გასაწევი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციებში.
3. დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციების მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 200 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის N200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის. მითითებული იქნას ობიექტის დასახელება). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციების გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციების, როგორც გატანა, ასევე გაცნობა შესაძლებელია 2009 წლის 24 ივლისიდან 2009 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, შესყიდვების სამმართველო.
დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციების შეძენა შეეძლებათ, როგორც ერთ ასევე ოთხივე ლოტზე. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ლოტების მიხედვით.
4. პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ლოტების მიხედვით, ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლიარად, დედანი და ასლი ცალ-ცალკე დალუქული კონვერტებით 2009 წლის 13 აგვისტოს 9:00 საათიდან 18:00 საათამდე და 2009 წლის 14 აგვისტოს 9:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით შემოსულ სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.
მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.
5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1.1. იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
5.1.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.

5.1.3 როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიული პირისათვის:
ა) ინფორმაციას სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების შესახებ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ლოტების მიხედვით ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული მანქანა-მექანიზმები. 
შენიშვნა: ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად და უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.



ვრცლად...


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player