Search

11.02.09

 

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს #19 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.174-228; ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ.1-18.8; ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ.1-40; ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზის კმ.1-21; ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის კმ.1-12; ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ.1-75.5; ვარციხე-როხის საავტომობილო გზის კმ.1-7.2) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.
2 სამუშაოების შესრულების ვადა – 2009-2010 წლების განმავლობაში, მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
გასაწევი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
3. დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 200 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ (რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800, სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის). სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გატანა, ასევე გაცნობა შესაძლებელია    2009 წლის 11 თებერვლიდან 2009 წლის 4 მარტის ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-4 სართული, შესყიდვების სამმართველო.
4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მე-14I მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად გამოყენებული იქნება პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარმოდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ ცალ-ცალკე ორი დალუქული კონვერტი (კონვერტზე გაკეთებული შესაბამისი აღნიშვნებით). პირველ კონვერტში უნდა მოთავსდეს პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მონაცემებისა და ტექნიკური წინადადების დედანი და ასლი, ხოლო მეორე კონვერტში მხოლოდ სატენდერო წინადადების, ხარჯთაღრიცხვის და სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტიის დედანი და ასლი.
საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების ქართულ ენაზე წარმოდგენის ვადაა _ 2009 წლის 5 მარტის 900 საათიდან 1800 საათამდე და 2009 წლის 6 მარტის 900 საათიდან 1200 საათამდე (სამუშაო დღეებში და საათებში).
საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი, პირველი სართული, საქმის წარმოების განყოფილება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით შემოსულ სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.
მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.
5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1.1. იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
5.1.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
5.1.3 როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიული პირისათვის:
ა) ინფორმაციას სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების, დანადგარების და აპარატურის შესახებ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული მანქანა-მექანიზმები, მოწყობილობები, დანადგარები და აპარატურა. 
შენიშვნა: ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად და უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.


ვრცლად...


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player