Search

26.06.10

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელს, მიმდინარე წლის 26 ივნისის შუადღის 15:00 სთ-დან - 27 ივნისის საღამოს 21:00 სთ-მდე ჩაუტარდება მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოები.
 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 26 ივნისის შუადღის 15:00 სთ-დან - 27 ივნისის საღამოს 21:00 სთ-მდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 

 

აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შემოვლით გზით, ქალაქ გორის გავლით, საპატრულო პოლიიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player