Search

17.03.10

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 111-ე კმ-ზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გადაკეტილი გზა გახსნილია. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამბროლაური-ონის მონაკვეთზე 24 საათიან რეჟიმიში მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.


კვლავ აკრძალულია მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს  მუშაობას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player