Search

24.02.10

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ში მდინარე ლიახვზე არსებული დროებით სახიდე გადასასვლელს მიმდინარე წლის 24 თებერვალს დილის 09:00 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე ჩაუტარდება მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოები.
აღნიშნულის გათვალისწინებით 24 თებერვალს დილის 09:00 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ში მდინარე ლიახვზე არსებული დროებით სახიდე გადასასვლელზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შემოვლით გზით, ქალაქ გორის გავლით, საპატრულო პოლიიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player