Search

19.02.10

დიდთოვლობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player