Search

18.02.10

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის, ქვეშეთი-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძროაბა თავისუფალია.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player