Search

06.02.10

თბილისის-შემოსავლელი გზის 1-35 კმ-ებზე ზაჰესი-ლოჭინის მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 140-150 კმ-ებზე (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 20-58 კმ-ებზე  აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 16-29 კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

ძლიერი ქარბუქის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის, ქუმლისციხე-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძროაბა თავისუფალია.

 

ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player