Search

05.02.10

ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 140-150 კმ-ებზე (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


ძლიერი ქარბუქის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის, ქუმლისციხე-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძროაბა თავისუფალია.

 

მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player