Search

05.01.10

ძლიერი თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 140-150 კმ-ებზე (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინტენსიური თოვის გამო, ამავე გზის ფასანაური-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 140-188 კმ-ებზე (მესტია-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


ზემოაღნიშნული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე აკრძალვის მიზეზი ზვავსაშიშროება, ინტენსიური თოვა და შეზღუდული ხილვადობაა. საავტომობილო გზებზე მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player