Search

29.09.09

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს - დილის 06:00 საათიდან - 16:00 საათამდე - საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143 კმ-ში რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური-სარემონტო და გზის სავალი ნაწილის შეკეთებითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის შემოვლით გზაზე.


რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული ტრანსპორტის ნაკადის გადართვის სქემის შესაბამისად.


აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player