Search

24.09.09

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, მდინარე ლიახვზე მდებარე დროებით სახიდე გადასასვლელზე დამონტაჟებული ლითონის კონსტრუქციის ქარხანა-დამამზადებლის რეკომენდაციით, ხიდის ექსპლუატაციის პერიოდში საჭიროა პერიოდული და სხვა პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს - დილის 08:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე - სახიდე გადასასვლელზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქალაქ გორის გავლით, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player