Search

22.07.09

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეწყდება ელექტორენერგიის მიწოდება მ/წლის 23 და 24 ივლისს დილის 06:00 საათიდან 15:00 საათამდე. აღნიშნულ მომაკვეთზე, დაგეგმილია ქვესადგურ ,,ხაშურში” 35 კვ. გამანაწილებელი მოწყობილობების ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საყრდენების გასწორების სამუშაოები. ელექტროენერგიის შეწყვეტის შედეგად გვირაბში დაგაზიანების წარმოქმნის გამო, დროის ამ პერიოდში გვირაბის გავლით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა მოხდება გვირაბის შემოვლით გზაზე.
რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული ტრანსპორტის ნაკადების გადართვის სქემის შესაბამისად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player