Search

08.12.13

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური- კობის მონაკვეთზე განხორციელდეს ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის  დანარჩენ  მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player