Search

04.12.2013

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-  ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები.

თბილისი-მცხეთის მონაკვეთზე (კმ17-კმ21), თბილისი-მცხეთის მიმართულებით, პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგა თავისუფალ რეჟიმში.

აღნიშნული გზის კმ21-კმ25 (მცხეთა-საგურამო) მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების (II ეტაპი) დაწყებასთან დაკავშირებით, 2013 წლის 05 დეკემბრის დილის 06:00 საათიდან იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთა-საგურამოს მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება მარცხენა  მიმართულებაზე და მოძრაობა განხორციელდება ორმხრივ რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013   წლის 12 ნოემბერს (20/8-2321176) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების (II ეტაპი) შესაბამისად.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player