Search

04.12.13

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა საგანგებო რეჟიმის პირობებში გვიან ღამით, ეტაპობრივად გახდა შესაძლებელი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია, მოხსნილია გადაადგილების დროებითი რეჟიმი მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის, მათ გადაადგილება შეუძლიათ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშე, ხოლო მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.

სოფელ ხევთან მრუდმოსახვევიან მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოცურებამ  სატრანსპორტო საცობი გამოიწვია, რაც გზის ჩაკეტვის მიზეზი გახდა. აქტიური ავტონაკადების პირობებში, საცობი მოკლე პერიოდში რამდენიმე კილომეტრზე გავრცელდა, რის შედეგადაც გაჭიანურდა მოცურებული ავტომანქანის გადასაადგილებლად სპეციალური ტექნიკის შეყვანა. აღნიშნულ შემთხვევას დაერთო ინტენსიური თოვისა და ქარის გამო გამოწვეული სირთულეები. ადგილზე მობილიზებული იყო უღელტეხილის მომსახურე ტექნიკა, ასევე, თბილისის, გორისა და ზესტაფონის საგზაო ბაზებიდან მობილიზებული თოვლმწმენდი და გამწევი მექანიზმები.

რიკოთის უღელტეხილზე საგზაო სამსახურები  სადღეღამისო  რეჟიმში მუშაობენ და აგრძელებენ გზის ინტენსიურ წმენდას. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player