Search

16.09.2013

თბილისი-სენაკი-ლესელიძის  საავტომობილო გზის გორის საავტომობილო გვირაბში (თბილისი-ხაშურის მიმართულება) სამშენებლო კომპანია ,,ტოდინი” აწარმოებს ელექტრო-მექანიკური სისტემების ტესტირებას, რის გამოც მიმდინარე წლის 16 სექტემბრის 15:00სთ-დან 18:00სთ-მდე, აღნიშნულ გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თბილისი-ხაშურის მიმართულებაზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა მოხდება მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო ხაშური-თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბების შემოსავლელ გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2012 წლის 17 დეკემბერს (#20/9-1714612) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player