Search

07.09.2013

გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ საავტომობილო გვირაბებში (ხაშური-თბილისის მიმართულება) ელექტრომექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოებთან დაკავშირებით, 9 და 10 სექტემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ჩქაროსნულ გზატკეცილზე ცალმხრივი მოძრაობის შენარჩუნების მიზნით, გვირაბებში სამუშაოები იწარმოებს მონაცვლეობის რეჟიმში. რაც, ერთ-ერთ გვირაბში ავტოტრანსპორტის გამტარობას უზრუნველყოფს.

აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე.  ხოლო, დროებითი საგზაო რეჟიმის კონტროლი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით განხორციელდება.

გვირაბებში ელექტრომექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ტოდინი“ აწარმოებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მგზავრებს ბოდიშს უხდის გორის გვირაბების გავლით მოძრაობის დროებით აკრძალვისათვის.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player