Search

06.05. 2013

უშგული-ლასდილისა და ცანა-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია

 
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ188–კმ198 (უშგული-ლასდილი) და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ142-კმ157 (ცანა-ლასდილის) მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 
აღნიშნულ მონაკვეთზე რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა 2012 წლის 9 ნოემბერიდან აკრძალული იყო. ამ მიმართულებით, მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი ზამთრის პერიოდში, ყოველწლიურად წესდება. ხოლო, განვლადობის აღდგენა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ  გზის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, წლის ამ პერიოდისათვის ხდება შესაძლებელი.  გასულ წელს აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 11 ივნისს აღდგა.
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player