Search

16.05.13

 მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ტემპერატურის მატებასთან ერთად, მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე  არსებული ზვავსაშიშროების გამო დაწესებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდული რეჟიმი.

ამ დრომდე, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში  მოძრაობდნენ ცალმხრივად. ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას აკრძალული იყო  მათი გაჩერება.

დღეისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები მოხსნილია, შესაბამისად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარისის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player