Search

06.04.2013

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე  ზვავსაშიშროების გამო   დღის  12:00 სთ–დან საღამოს 18:00 სთ–მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო დღეღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მომისვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player