Search

18.03.13

 საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობის და ზვავსაშიშროების გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი–გუდაურის(ფოსტა) და კობი–ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი–გუდაური(ფოსტა) მონაკვეთებზე თავისუფალია, ხოლო კობი–ლარსის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player