Search

05.03.2013

     გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი მოიხსნა

     

       გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე განხორციელდა ჩამოწოლლი ზვავებისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები         და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

      გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მომისვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული       რეჟიმით გადაადგილება ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა

      და         კოორდინაციით.

      თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი–ლარსის         მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი             ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი–მლეთას და         კობი–ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია, ხოლო მლეთა–კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის                                   ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

      ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

      გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player