Search

25.02.13

 თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,

ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება  ზვავდამცავი  გვირაბების  გავლით. გუდაური (ფოსტა) - კობის

მონაკვეთზე  ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდება  საპატრულო პოლიციის უშუალო  ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player