Search

11.12.2011

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ჯაჭვებით აღჭურვილი გამწევის დახმარებით (აღმართში წინა მხრიდან, დაღმართში უკანა მხრიდან). დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვირაბებში განხორციელდეს ცალმხრივი მიმართულებით, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player